четверг, 29 ноября 2012 г.

პროექტი

პ რ ო ე ქ ტ ი
პროექტის სახელწოდება: ,,ტოლერანტობა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ,,მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს, რომ მოგექცენ“
პროექტის აქტუალობა:  ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება, ასევე საჭიროა უმცირესობათა და უმრავლესობის ჯგუფებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარება, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, სამოქალაქო ინტეგრაცია.

 პროექტის მიზნები:  მოახდინონ ტოლერანტობისა და დიცკრიმინაციის ცნებების  არსის გაგება და შეფასება. განუვითარდეთ სხვისი აზრის პატივისცემის, მოსმენის, თანაგრძნობის, თანადგომის უნარები და შეძლონ ურთიერთობა ყველა ადამიანთან მათი რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად.
მონაწილეთა ასაკი: 15
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  პრეზენტაციის ფაილები, ნახატები, ელ.ჟურნალი, ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ენციკლოპეია, სახელმძღვანელოები, პროექტორი, დიდი ფორმატის ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         თემის შერჩავა და შესაბამისი შეკითხვ(ებ)ის ჩამოყალიბება;
·         პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში;
·         ჯგუფში მოვალეობი გადანაწილება;
·         აქტივობის განხორციელება
1.      დაგეგმვა: დავსახოთ პროექტის მიზანი და პრობლემა
2.      მომზადება:  მოვამზადოთ საჭირო ნივთები და გავაფრთხილოთ დამხმარე ადამიანები;
3.      განხორციელება: ჯგუფები წინასწარ შედგენილი გეგმით ასრულებენ დავალებებს;
4.      წარდგენა: ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაციები სხვადასხვა სახით;
5.      შეფასება: მოსწავლებთან ერთად ვაფასებთ პროექტს მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს, რა მოგვცა ამ პროექტმა, რა გავიგეთ ახალი და ა.შ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, სამოქალაქო განათლება,
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი  სოფიო ხოზრევანიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  sofiokhozrevanidze@gmail.com
გაკვეთილის გეგმა: